25 აგვისტოდან კვების ობიექტები 23:00 საათის ნაცვლად 22:00 საათამდე იმუშავებენ. შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. “25 აგვისტოდან კვების ობიექტების მუშაობა ნაცვლად 23:00 საათისა დასაშვები იქნება 22:00 საათამდე. პარალელურად გაგრძელდება კვების ობიექტების დადგენილი რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, სოფელ ხანწკის მიმდებარედ გვიან ღამით მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს. მკვლელობის მიზეზად პირადი უთანხმოება სახელდება. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
“ნაციონალურმა მოძრაობამ” ჩხოროწყუს მერობის კანდიდატად ბადრი ქარჩავა დაასახელა
"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” რეგიონებში მერობის კანდიდატები წარადგინა. მერობის კანდიდატები „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ დაასახელა. ნიკა მელიამ ჩხოროწყუს მერობის კანდიდატად წარადგინა ბადრი ქარჩავა.
დღეს, საქართველოში, კორონავირუსით, გარდაიცვალა 74 პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 46 595 კვლევა ტესტით, მათ შორის 27 813 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 782 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 901 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გარდაიცვალა 74 პაციენტი. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4...
ვაქცინაციაზე რეგისტრაციას იუსტიციის სახლებიც შეძლებენ
„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაციას მოქალაქეები დღეიდან იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებშიც შეძლებენ. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ვაქცინაციაზე დარეგისტრირების მსურველები იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა ეწვიონ ან დარეკონ სატელეფონო ცენტრში – 2 405 405 სერვისი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:00-დან 18:00 საათამდე იუსტიციის სახლისა და საზოგადოებრივი ცენტრის ყველა ფილიალშია ხელმისაწვდომი; შაბათს და კვირას...
სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 403 პაციენტი იმყოფება
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში კორონავირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა. 70 წლის ქალი, რომელიც ჩხოროწყუს სოფელ ახუთის მცხოვრები იყო, ზუგდიდის მცხოვრები 57 წლის მამაკაცი და აბაშის მცხოვრები 75 წლის მამაკაცი. დღეისთვის, სამეგრელოს კოვიდკლინიკებში იმყოფება 403 კოვიდპაციენტი. მათ შორის: რუხის კლინიკაში იმყოფება – 194 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 46. ფოთის კოვიდკლინიკაში...
ვაქცინაციის სერვისის ბინაზე მიღებისთვის უნდა დარეკოთ ცხელ ხაზზე – 15 22
პირებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლიათ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ბინაზე ჩაუტარდებათ. აღნიშნულ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „ვაქცინაციის სერვისის ბინაზე მიღებისთვის უნდა დარეკოთ ცხელ ხაზზე – 15 22. ვაქცინის დანაკარგის თავიდან აცილების მიზნით, მობილური ჯგუფები გამოძახებაზე პერიოდულად, მოთხოვნილი ვაქცინის მიხედვით გადიან“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
დღეიდან შიდა და გარე სივრცეში პირბადის გამოყენება სავალდებულო ხდება
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან შიდა და გარე სივრცეში პირბადის გამოყენება სავალდებულო ხდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „დღეს ჩვენ საზოგადოებისთვის გვაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი მესიჯი. პირველი მესიჯი არის ის, რომ საბჭოს გადაწყვეტილებით, დაემატა ახალი რეგულაცია, ეს რეგულაცია ეხება პირბადის სავალდებულო ტარებას. დღეიდან შიდა და გარე სივრცეში პირბადის...
სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 418 პაციენტი რჩება
სამეგრელოს კოვიდ კლინიკებში 418 პაციენტია მოთავსებული. მათ შორის მძიმეა 31 პაციენტის მდგომარეობა. 418 პაციენტიდან რუხის კლინიკაში იმყოფება 188. მძიმეა 28. ფოთის კლინიკაში 40 ინფიცირებული მკურნალობს. სენაკის კლინიკა “სენამედში” 42. ფოთის კლინიკა “ბომონდში” 35 პაციენტი რჩება. აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში – 28, სენაკის “ლაზიკა მედიში” – 85 პაციენტი. მათ შორის მძიმე...
ქვეყანაში სამკვირიანი პანდემიააკრძალვები წესდება
14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, - ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. „გაგაცნობთ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს. როგორც მოგეხსენებათ, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, საქართველოშიც ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულია, ძირითადად ახალი შტამების (დელტა შტამი) ფართო ცირკულაციის გამო. ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების და ტენდენციების...









