ჩხოროწყუში, გარახის უბანში წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს

  • ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჩხოროწყუში, გარახის უბანში წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე ეწყობა წყლის ავზი და მილები. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ასევე დაქსელვითი სამუშაოები.

პროექტი ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.

მიმდინარე წელს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 446 000 ლარი დაიხარჯება.

სამუშაოები ყველა ადმინისტრაციულ ერთულში დაწყებულია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *