9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, ჩხოროწყუს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას. გვირგვინით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი და 9 აპრილს მოწამლული ზოია გრიგოლიას საფლავი. ჩხოროწყუს მუნიციპალიტტეის მერიის ინფორმაციით, კულტურის ცენტრისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის გაერთიანების ანსამბლისა და სხვადასხვა წრის მოსწავლეების მონაწილეობით...

145 ათას ფიზიკურ პირს სრულად ჩამოეწერება 590 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება

ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეებს სრულად ჩამოეწერებათ 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. “როგორც კი მივიღებთ ამ კანონპროექტს 145 ათას ფიზიკურ პირს სრულად ჩამოეწერება ჯამში 590 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო...

დათო გოგუამ მოქალაქეებთან მორიგი შეხვედრა გამართა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მოქალაქეებთან მორიგი შეხვედრა გამართა. მოქალაქეებმა მერთან საჭიროებებსა და პრობლემურ საკითხებზე ისაუბრეს. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, განცხადებები ძირითადად სოციალურ, გარე განათებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხებს შეეხებოდა.

შსს-მ ჩხოროწყუში “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, რუსთავსა და ჩხოროწყუში, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 8 პირი დააკავეს. „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“...

ლეწურწუმეში ასფალტირებული გზა დაიგო

სოფელ ლეწურწუმეში ასფალტირებული გზა დაიგო. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 2 694 000 ლარს შეადგენს. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიისინფორმაციით, სამუშაოები ითვალისწინებს სოფელ ლეწურწუმეში, ეგიარზენის უბნიდან სოფელ ნაკიფუს საზღვრამდე, ლეწურწუმეს ცენტრის გავლით, 5 -კილომეტრიანი გზის ასფალტის საფარით რეაბილიტაციას. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო სანიაღვრე...

მომსახურების სააგენტომ ავტომობილისა და მოტოციკლის ტრანზიტული სანომრე ნიშნების გაცემის წესი და დიზაინი შეცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ ავტომობილისა და მოტოციკლის ტრანზიტული სანომრე ნიშნების გაცემის წესი და დიზაინი შეცვალა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 1-ელი აპრილიდან ტრანზიტული ნომრების გაცემა ახალი წესის მიხედვით განხორციელდება. “ცვლილებების შედეგად, შიდა ტრანზიტის და ტრანზიტული ნომრის ნიმუშები ერთი და იმავე ფორმით განისაზღვრა, ასევე ნომრის გაცემა მოხდება პერსონალურად, კონკრეტულ...

დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმის და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა

დღეს, საქართველოს პირველი პრეზიდენტს, საქართველოს ეროვნული გმირს, მეცნიერს, მწერალს, მთარგმნელს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამორჩეულ ლიდერს, ზვიად გამსახურდიას 85 წელი შეუსრულდებოდა. 33 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით, საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა. შეკითხვაზე: ,,ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26...

სასაზღვრო პოლიციის მფრინავებმა ახალი სამაშველო ვერტმფრენი გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამედროვე, ახალი, ევროპული ტიპის „H 145“ ვერტმფრენი უკვე საქართველოშია. სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის მფრინავებმა ვერტმფრენი გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ბორტი სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. “სამაშველო ვერტმფრენს აქვს 2 ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას, ასევე, განსხვავებული,...

ჩხოროწყუს მერი ტაეკვანდოს წრის მოსწავლეებს შეხვდა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა მერის მოადგილე ვალერი თოდუასთან ერთად ა(ა)იპ სასპორტო სკოლასთან არსებული ტაეკვანდოს წრის მოსწავლეებს, მშობლებსა და მწვრთნელს შეხვდა, მათ საჭიროებებს გაეცნო და სენაკში, ტაეკვანდოში ჩატარებულ ღია პირველობაში მიღწეული წარმატება მიულოცა. "აღნიშნულ ღონისძიებაში ჩხოროწყუს კომპლექსური სასპორტო სკოლის ტაეკვონდოს ჯგუფის სპორტსმენებმა 6-პირველი, 6-მეორე, 4-მესამე ,ხოლო გუნდურში მეორე ადგილი დაიკავეს....

ჩხოროწყუში “ეროვნული სკრინინგ ცენტრის“ მამომობილი ჩამოვიდა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ,,დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შესაძლებლობა მიეცა უფასოდ ჩაიტაროს შემდეგი კვლევები: ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-70 წლის ქალბატონებისთვის. (მამოგრაფიული კვლევა) საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი 25-60 წლის ქალბატონებისთვის (პაპ-ტესტის ნიმუშის აღება) ,,კიბოს სკრინინგის“ კომპონენტის მიზანია კიბოს პრევენციისთვის სკრინინგული კვლევების ჩატარება საქართველოს რეგიონების მოზნობრივ მოსახლეობაში. ასევე, აღმოაჩინოს...