ბავშვთა დაცვის საერთშორისო დღე ჩხოროწყუში

  • დღეს, ქალაქ ჩხოროწყუს ცენტრალურ პარკში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი საბავშვო გასართობი ღონისძიებები გაიმართა.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით,ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი აქტივობა, მხიარული თამაშები, სპორტული შეჯიბრებები, ფოტოსესიები და კოსტიუმირებული საზეიმო მსვლელობა.

გაიმართა კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფებისა და საბავშვო ანსამბლების მონაწილეობით.

ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ იზორია საკრებულოს თავმჯდომარესთან და მოადგილეებთან ერთად დაესწრო და ბავშვებსა და მათ მშობლებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა.

ღონისძიება მერიის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა