უხვმა ნალექმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში პრობლემები შექმნა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლის ეზოები, სავარგულები, წყალი შევიდა რამდენიმე სახლის პირველ სართულზე. ჩამორეცხილი და დაზიანებულია შიდა საუბნო გზები, ხიდ-ბოგირები. შექმნილ მდგომარეობას შესაბამის სამსახურებთან ერთად ადგილზე გაეცნენ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე...
ლესიჭინეში საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის ფოიეში ჩასარიცხი აპარატი ააფეთქეს
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში, საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის ფოიეში დამონტაჟებული ჩასარიცხი აპარატი ააფეთქეს. შემთხვევის შედეგად არავინ არ დაშავებულა. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.
მიქაელ მალაზონიას TCHE Center ფორმულით – მიიღე განათლება და დაეხმარე სხვას
TCHE Center – არის ახალი წამოწყება, რომელიც მიზნად ისახავს ქველმოქმედების ირგვლივ გააერთიანოს საზოგადოება! ეს იქნება ადგილი სადაც მიიღებ განათლებას და ამავდროულად ჩაერთვები ქველმოქმედების დიდ კამპანიაში! ონლაინურთიერთობების შესაძლებლობები ამოუწურავია,-ყოველდღიურად ახალი აპები, ახალი პლატფორმები, ახალი პროგრამები იქმნება, რომ უფრო მობილური და მოქნილი გახდეს ციფრული ურთიერთობები, ეს მთელი რევოლუციაა, რომელიც უნდა მივიღოთ და გამოვიყენოთ....
სოფელ ლეწურწუმეში წყალმომარაგების სისტემა მოეწყო
სოფელ ლეწურწუმეში წყალმომარაგების სისტემა მოეწყო. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყო ჭაბურღილი და ჩატარდა დაქსელვითი სამუშაოები. პროექტის განხორციელებით ეგიარზენის უბანში მცხოვრებ 112 ოჯახს უწყვეტი წყალმომარაგებით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცა. ლეწურწუმეში სასმელი წყლის სისტემა მოეწყო ასევე სოფლის ცენტრსა და საპერტაიოს უბანში. წყალმომარაგების...
ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს დაიწყება
2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 22 ივლისს სამოქალაქო განათლების გამოცდით დასრულდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველები გამოცდის ჩაბარებას 6 ივლისს შეძლებენ. 6 ივლისიდანვე ჩაერთვებიან საგამოცდო პროცესში მასწავლებლები – მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდებზე დარეგისტრირებულთათვის...
ჩხოროწყუში ბავშვთა დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნეს
დღეს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის მოადგილე ვალერი თოდუასთან ერთად ქალაქ ჩხოროწყუს საბავშვო ბაღს ეწვია და პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა. მერმა პირველკლასელებს საჩუქრად გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით შედგენილი საშინაო მეცადინეობებისათვის საჭირო წიგნ-რვეული ,,პირველკლასელთა აკადემია“ გადასცა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბავშვთა დღესთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა...
ჩხოროწყუში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირებისა და ჭრა-ტრანსპორტირების 18 ფაქტი გამოავლინეს. 12 სამართალდარღვევაა გამოვლენილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 4,5 კუბური მეტრი მოცულობის ფიცრის, აბაშის მუნიციპალიტეტში კი, 0,61 კუბური მეტრი მოცულობის ძელაკის, 0, 82 კუბური მეტრი ძელისა და 0, 75...
ჩხოროწყუში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობისა და ეროვნული გმირის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა – დათო გოგუამ, მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა, მერის მოადგილე ვალერი თოდუამ, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებმა, სოფელ ახუთში მერაბ კოსტავას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს....
გარდაიცვალა ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
გარდაიცვალა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, რამაზ თოლორდავა. ის 46 წლის იყო. ინფორმაციას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს. "ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო ღრმა მწუხარებას გამოხატავს ამავე საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, რამაზ თოლორდავას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს".-ნათქვამია განცხადებაში.
პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია იწყება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 24 მაისს, დილის 09:00 საათიდან საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონულ რეგისტრაციას იწყებს, რომელიც 15 ივნისს დღის ბოლოს დასრულდება. რეგისტრაციას ბავშვის მშობელი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალური ვებგვერდის – https://registration.emis.ge – მეშვეობით ელექტრონული ფორმით უზრუნველყოფს. იხილეთ საყოველთაო რეგისტრაციის ინსტრუქცია: https://mes.gov.ge/mesgifs/1653291639_Instruqcia%202022.pdf საქართველოს განათლებისა და მეცნიერების...










