ჩხოროწყუში რეაბილიტირებული კარატეს დარბაზი გაიხსნა

  • ჩხოროწყუში მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ ჩხოროწყუს კარატეს ფედერაციის პრეზიდენტ, შავი ქამრისა და შვიდი დანის მფლობელ გერონტი მამფორიასთან ერთად, რეაბილიტირებული კარატეს დარბაზი გახსნა.

ჩხოროწყუს მუნიციუპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დარბაზი ადგილობრივი ბიუჯეტით რეაბილიტირდა, მისმა ბიუჯეტმა 70 000 ლარი შეადგინა.

მოეწყო სავარჯიშო დარბაზი, სველი წერტილები და გასახდელი ოთახები. აღნიშნული დარბაზით 100-მდე მოსწავლე სარგებლობს.

ღონისძიებას სპორტსმენებთან ერთად, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი მამუკა ყურაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.