სოციალური ღონისძიებები ისევ აიკრძალა

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, კვლავ აკრძალულია ღამის კლუბების ფუნქციონირება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეებში, ასევე აკრძალულია ისეთი სოციალური ღონისძიების გამართვა, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, იუბილე და სხვა. “აკრძალულია ღამის კლუბების ფუნქციონირება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეებში. აღნიშნული რეგულაციის აღსრულება კიდევ უფრო მკაცრად გაკონტროლდება. კვების ობიექტების მუშაობა...

2022 წლიდან საჯარო მოხელეები გაზრდილ ხელფასს მიიღებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცახდებით, 2022 წლის იანვრიდან საჯარო მოხელეების ხელფასები გაიზრდება. “მერების ხელფასები შეადგენს 1800-2000 ლარს, აბსოლუტურად ამოვარდნილია და შეუსაბამობაშია დღევანდელ რეალობასთან… …2022 წლის იანვრიდან ჩვენ დავიწყებთ საჯარო მოსამსახურეების ხელფასების ზრდას ეტაპობრივად, ეს არის აუცილებელი, ვინაიდან სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანები ვეღარ ხედავენ მოტივაციას, ჩვენ ვერ ვუძლებთ კონკურენციას კერძო სექტორთან, ამიტომ აუცილებელია აღნიშნული...

ჩხოროწყუში კორონავირუსით ქალი გარდაიცვალა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსით ჩხოროწყუს მცხოვრები 50 წლის ქალი გარდაიცვალა. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 4 216 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 735 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 38 პაციენტი.

გაიმართა ჩხოროწყუელი მებრძოლის კობა წურწუმიას სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში

დღეს, დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ჩხოროწყუელი მებრძოლის - კობა წურწუმიას სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში. ჩხოროწყუს მუნიციპლიტეტის მერიის ინფორმაციით, ტურნირი სოფლებს შორის მიმდინარეობს. ტურნირი 8 აგვისტოს დასრულდება. საპრიზო ადგილზე გასული გუნდები დიპლომებითა და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან. ხოლო, გამარჯვებულ გუნდს გარდამავალი თასი გადაეცემა.

საქართველოში კორონავირუსის 3 670 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 38 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 3 670 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 2 626 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 38 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 41 885 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 26 469, „პისიარ“ ტესტით – 24 184. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,76%, ბოლო 14 დღის – 7,85%, ბოლო შვიდი დღის – 8,67%.

ჩხოროწყუს საკრებულოს ფრაქცია “ოცნების“ წევრმა თანამდეობობა დატოვა და გიორგი გახარიას პარტიას შეუერთდა

ჩხოროწყუს საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა ჯონი ჯალაღონიამ თანამდებობა დატოვა და გიორგი გახარიას გუნდში გადავიდა, - ამის შესახებ მან ფეისბუკზე დაწერა. "მოგესალმებით მეგობრებო, როგორც იცით, გახლავართ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, სოფელ ზუმის მაჟორიტარი დეპუტატი, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავჯდომარე და მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ. ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი...

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება

საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღთან დაკავშირებით განკარგულება გამოსცა. “არჩევნების შესახებ დღეს გამოცემული განკარგულებით, პრეზიდენტმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების თარიღად 2021 წლის 2 ოქტომბერი დაასახელა”.-ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტოსაგზაო შემთხვევა ჩხოროწყუში

მედიის ინფორმაციით, ჩხოროწყუს სოფელ ჭოღაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 2 დაშავდა.

ჩხოროწყუში, გარახის უბანში წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჩხოროწყუში, გარახის უბანში წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ეწყობა წყლის ავზი და მილები. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ასევე დაქსელვითი სამუშაოები. პროექტი ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება. მიმდინარე წელს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 446 000 ლარი დაიხარჯება. სამუშაოები ყველა ადმინისტრაციულ ერთულში...

„ქართულმა ოცნებამ” ჩხოროწყუს მერობის კანდიდატად დავით გოგუა დაასახელა

“ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატები წარადგინა. ჩხოროწყუს მერობის კანდიდატად პარტიამ დავით გოგუა დაასახელა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.