ძვალ-კალენდარი ჩხოროწყუს მუზეუმიდან

გთავაზობთ ნაწყვეტს ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმის დირექტორის მოადგილის ზაურ ჯალაღონიას წერილიდან "ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ისტორიული მუზეუმი“. ზაურ ჯალაღონია "ჩხოროწყუს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი საზოგადოებრივ საწყისებზე დაარსდა 1968 წელს, 1978 წლიდან ფუნქციონირებდა როგორც „კულტურის სამინისტროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი“, 2009 წლიდან კი არის ა.(ა).ი.პ.ი. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ისტორიული მუზეუმი“. რაიონში მატერიალური და სულიერი კულტურული მემკვიდრეობის შესწავლასა და დაცვაზე...

პირველკლასელთა რეგისტრაციის წესში ცვლილება შედის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის, რომლის მიხედვით, 2022-2023 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ. ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი გახდა...

ჩხოროწყუში, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენისთვის ჩატარებული რეფერენდუმის და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე აღნიშნეს

31 მარტი საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმისა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ეროვნული გმირის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. საქართველოს პირველ პრეზიდენტს დღეს 83 წელი შეუსრულდებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, საკრებულოს თავმჯდომარე შოთა წურწუმიამ, ეროვნულ – განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრებმა, მერიისა და საკრებულოს, სხვადასხვა დაწესებულებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ქალაქ ჩხოროწყუში ზვიად...

28 მარტიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება

28 მარტიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “28 მარტიდან უქმდება პირბადის ტარების ვალდებულება ღია სივრცეში და ის მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს შეინარჩუნებს.  საზოგადოებრივ ტრანსპორტში და დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება ამ ეტაპზე შენარჩუნდება“,...

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჩხოროწყუს მერმა ბავშვებს მერიაში უმასპინძლა

დღეს, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბავშვებს მერიაში უმასპინძლა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერმა და მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებმა ბავშვებთან ერთად სხვადასხვა აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა, გადაიღეს ასევე სამახსოვრო ფოტოები. დათო გოგუამ ბავშვებს საჩუქრები გადასცა.

ჩხოროწყუს #1 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საჩუქრები გადაეცათ

დღეს, ქალაქ ჩხოროწყუს #1 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საჩუქრები გადაეცათ. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის იფორმაციით, სათამაშოები და საკანცელარიო ნივთები პატარებს საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ "მეგობრული საჩუქარი" ასოციაცია "ბილიკთან"თანამშრომლობით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერ დათო გოგუასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გადასცა. აღნიშნული საჩუქარი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღის აღსაზრდელმა მიიღო.

მთავრობა ავრცელებს თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტების ჩამონათვალს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, თურქეთიდან, ამ ეტაპზე, 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტია იმპორტირებული, მათი ფასი კი საშუალოდ 60%-დან 80%-მდეა შემცირებული. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. ატაკანდი” ტაბლეტი 16 მგ – ახალი ფასი 12 ლარი, ძველი – 79. “ბრილინტა” ტაბლეტი 90 მგ – ახალი ფასი 48 ლარი, ძველი – 221....

სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტები უკრაინული ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას იწყებენ

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტები უკრაინული ქალაქებისთვის ჰუმანიტარული დახმარებას გაწევას იწყებენ. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტები დამეგობრებული არიან შემდეგ ოლქებთან და ქალაქებთან: ხერსონის ოლქი, პოკროვსკის, ვოზნესენსკის, მარიუპოლის, ბოიარკას, ბელაია-ცერკოვის, ლუგანსკის, ჩორნომორსკის, სევასტოპოლის, უკრაინკის, სლავსკეს და გოროხოვოს მუნიციპალიტეტები. “გვაქვს აქტიური კომუნიკაცია ამ ქალაქების...

ჩხოროწყუში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

დღეს, ჩხოროწყუს მერიასთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. მოქალაქეებმა უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს და ომის დასრულება მოითხოვეს. აქციის მონაწილეებმა უკრაინის დროშებით ჩხოროწყუს ქუჩებში მსვლელობაც მოაწყვეს.

მთავრობა უკრაინაში დაზარალებული მოსახლეობისთვის 1 მილიონი ლარს გამოყოფს

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 მილიონი ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. განკარგულებას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს. სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, დაზარალებული მოსახლეობისათვის ფარმაცევტულ...