ჩხოროწყუში, სოფელ მუხურში თაფლის ფესტივალი იმართება

  • დღეს, ჩხოროწყუში, სოფელ მუხურში თაფლის ფესტივალი იმართება. აგრო ფესტივალზე რეგიონის მასშტაბით მეწარმეები საკუთარ პროდუქციას წარმოადგენენ.

ფესტივალის ფარგლებში, მიმდინარეობს მეგრული სამზარეულოს მასტერკლასი. დღის ბოლოს დამყარდება რეკორდი გიგანტური გოზინაყის მომზადებაში.

ფესტივალზე ასევე წარმოდგენილია სხვადასხვა პროდუქცია. გამოიფინა ხელნაკეთი აქსესუარები და ადგილობრივი რეწვის ნიმუშები.

ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, პირველ მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრება.

ღონისძიების ორგანიზატორია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია. თანაორგანიზატორები: ასოციაცია სოფლის მეუნეობის განვითარებისათვის (AFAD ), სოფლის განვითარების სააგენტოს სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონალური სამმართველო და ჩხოროწყუს საკონსულტაციო ცენტრი.