“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ განაცხადა. კობა ნაყოფიას განმარტებით, ლევან ხაბეიშვილმა ხმების 52.58%-ს მოიპოვა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს – ნიკა მელიამ ხმების 40% აიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%.

დეკრეტული შვებულების ფულადი დახმარება 1 000 ლარის ნაცვლად, 2 000 ლარით განისაზღვრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილეს. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი...

ტურიზმის ადმინისტრაცია-2022 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 3.5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო

2022 წელს მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა და რეკორდული მაჩვენებელი, 3 516 634 479 აშშ დოლარი დაფიქსირდა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 107.6%-იანი აღდგენაა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. “2022 წლის დეკემბრის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა და 363,306,614 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც...

ჩხოროწყუს მერი წარმატებულ სპორტსმენებსა და მწვრთნელებს შეხვდა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა წარმატებულ სპორტსმენებსა და მწვრთნელებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მერის მოადგილე ვალერი თოდუა, მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების უფროსი თეა ტყებუჩავა და ა(ა)იპ სასპორტო სკოლის გაერთიანების დირექტორი რამაზ კოხია. ჩხოროწყუს მუნიციალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერი სპორტის სფეროში არსებულ საჭიროებებს გაეცნო, მიღწეული წარმატებებისთვის მადლობა გადაუხადა მწვრთნელებსა და...

მთავრობა ავრცელებს იმ მედიკამენტების ჩამონათვალს, რომლებზეც ფასის ზედა ზღვარი დაწესდა

ფარმაცევტულ კომპანიებს განსაზღვრულ ფასზე ძვირად წამლის გაყიდვა 15 თებერვლიდან აღარ შეეძლებათ. მთავრობის ადმინისტარციის ინფორმაციით, რეფერენტული ფასი, პირველ ეტაპზე, 1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე დაწესდა. ეტაპობრივად კი სხვა მედიკამენტებზეც განისაზღვრება. მედიკამენტებზე განსაზღვრული რეფერენტული ფასი ორიგინალისა და მისი ანალოგი გენერიკებისთვის განსხვავებულია, რაც ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების ინტერესს დააზღვევს. ზღვრული მაქსიმალური ფასები საბითუმო და საცალო რეალიზაციის დონეზე დაწესდა. ცვლილება, მოსახლეობისთვის...

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ქარმა პრობლემები შექმნა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში. სოფელ ლესიჭინეში დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები და სადენები, მოგლეჯილია ხეები, რამდენიმე საცხოვრებელ სახლზე გადახდილია სახურავი. უწყების ცნობით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიურადაა ჩართული მერიის შესაბამისი სამსახურები. ასევე, "ენერგო-პრო ჯორჯიას“, სამაშველო სამსახურის, ჩხოროწყუს საგზაო სამმართველოს , ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლების მიერ...

“ბატონების“ რიტუალს და რთველის ტრადიციას არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა

"ბატონების“ რიტუალს, რთველის ტრადიციას, მცხეთური ღვეზელის დამზადების ტრადიციასა და მესხურ სამზარეულოს – კერძოდ, აპოხტის ხინკლის დამზადების ტრადიციას არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისი ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ აზნაურაშვილმა 2022 წლის 30 დეკემბერს გამოსცა.

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება...

დღეს, ჩხოროწყუში წინასაახალწლო ზეიმი გაიმართება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ჩხოროწყუში, დღეს, წინასაახალწლო ზეიმი გაიმართება. სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დილიდან აქტიურად მიმდინარეობს სამზადისი, ეწყობა საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. ჩხოროწყუში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები გაიმართება, რომელიც ყველა თაობის ადამიანისთვისაა გათვლილი. საკონცერტო...

ჩხოროწყუში რეაბილიტირებული კარატეს დარბაზი გაიხსნა

ჩხოროწყუში მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ ჩხოროწყუს კარატეს ფედერაციის პრეზიდენტ, შავი ქამრისა და შვიდი დანის მფლობელ გერონტი მამფორიასთან ერთად, რეაბილიტირებული კარატეს დარბაზი გახსნა. ჩხოროწყუს მუნიციუპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დარბაზი ადგილობრივი ბიუჯეტით რეაბილიტირდა, მისმა ბიუჯეტმა 70 000 ლარი შეადგინა. მოეწყო სავარჯიშო დარბაზი, სველი წერტილები და გასახდელი ოთახები. აღნიშნული დარბაზით 100-მდე მოსწავლე სარგებლობს. ღონისძიებას...