26 მაისის ღონისძიებების პროგრამა ჩხოროწყუში

  • 26 მაისის აღსანიშნავად, ჩხოროწყუში, მთელი დღის განმავლობაში, გაიმართება სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება.

11:00 სოფელ ახუთში დამოუკიდებლობის დღესა და მერაბ კოსტავას დაბადების დღესთან დაკავშირებით, მერაბ კოსტავას სკვერში გაიმართება საზეიმო ღონისძიება.

13:00 ქალაქ ჩხოროწყუს ცენტრალურ პარკში ადგილობრივი ჯგუფების, ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით ჩატარდება კონცერტი.

10:00 -დან 17:00-მდე ჩხოროწყუს ისტორიულ მუზეუმში მოეწყობა საქართველოს პირველი რესპუბლიკის აღმშენებლობაში მოღვაწე ჩხოროწყუელების შესახებ ფოტო-მასალის გამოფენა-დათვალიერება.

11:00 საათიდან მთელი დღის მანძილზე ქალაქის ცენტრში გაიმართება სპორტული ღონისძიებები: სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ზონალური თამაშები ფრენბურთში, ტურნირი ბლიც ჭადრაკში, მინი ფეხბურთში (გოგონების მონაწილეობით), ფრენბურთში (ვაჟების მონაწილეობით), გრეხეთბოლში,კალათბურთში,კარატე დოში, ინტელექტუალური თამაში რა?სად? როდის? (სკოლებს შორის).