დღეს, "დავასუფთაოთ მსოფლიო, დავასუფთაოთ საქართველოს" კვირეულის ფარგლებში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დასუფთავდა ცენტრალური ქუჩები, სკვერები, პარკები, გზებისა და მდინარის სანაპიროები. დასუფთავების მასშტაბური აქცია მუნიციპალიტეტის ქალაქსა და ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა. დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა მერიის...
ჩხოროწყუში 260 პირველკლასელი დარეგისტრირდა
დღეს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა,მერის მოადგილე ვალერი თოდუამ, მერიის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ და საგანმანათლებლო რესურცენტრის წარმომადგენლებთან ერთად სასწავლო წლის დაწყება მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს მიულოცეს და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს. სწავლა მუნიციპალიტეტის ყველა...
განათლების მინისტრი საზოგადოებას 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და სრულიად საზოგადოებას 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს. „დღეს 15 სექტემბერია და მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში ახალ სასწავლო წელს ვიწყებთ. მინდა, ეს მნიშვნელოვანი თარიღი განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს პირველკლასელებს, რომლებიც წელს პირველად შეაღებენ სკოლის კარებს. ვულოცავ მოსწავლეებს, მშობლებს, ჩვენს მასწავლებლებს და წარმატებულ სასწავლო წელს...
ჩხოროწყუში გარახა-ნაკიანის ხიდი რეაბილიტირდება
ქალაქ ჩხოროწყუში, მდინარე ოჩხომურზე მდებარე გარახა -ნაკიანის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი რეაბილიტირდება. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული ხიდი ამორტიზებულია და მასზე გადაადგილება 10 ტონაზე მეტი სიმძიმის ტრანსპორტისთვის აკრძალულია. "რეაბილიტაცია ჩაუტარდება ასევე ქვედა ჩხოროწყუში, ჭვილიშის უბანში მდებარე საავტომობილო ხიდს, რომელიც დაზიანებულია და 3 ტონაზე მეტი სიმძიმის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება შეზღუდულია. აღნიშნული ხიდების...
ჩხოროწყუს მერი საჯიქიოსა და ნაშელუს უბნის მოსახლეობას შეხვდა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი სოფელ კირცხში, საჯიქიოსა და ნაშელუს უბნის მოსახლეობას შეხვდნენ. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ადგილობრივების საჭიროებებს გაეცნენ და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. უწყების ცნობით, კირცხის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივების ინტერესების გათვალისწინებით, გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადებულია და უახლოეს პერიოდში ასფალტის...
“ოცნების” ჩხოროწყუს ორგანიზაციის თავმჯდომარედ დათო გოგუა აირჩიეს
"ქართული ოცნების“ პარტიულ კონფერენციაზე ჩხოროწყუს ორგანიზაციის თავმჯდომარედ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი, დათო გოგუა აირჩიეს. კონფერენციაზე აირჩიეს ბიუროს წევრებიც. 12 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენცია მესტიაში გაიმართება.
წარჩინებული სტუდენტებისთვის სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა ორმაგდება
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, წარჩინებული სტუდენტებისთვის სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა ორმაგდება და ისინი ყოველთვიურად 150 ლარის ნაცვლად 300 ლარს მიიღებენ. ორმაგდება სტიპენდიის მიმღებ სტუდენტთა რაოდენობაც – 2500-ის ნაცვლად, სტიპენდიას 5000 სტუდენტი მიიღებს.
უხვმა ნალექმა ჩხოროწყუში პრობლემები შექმნა
ძლიერმა წვიმამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადიდდა მდინარეები და ღელეები, დატბორილია რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული, ქუჩები, ეზოები, ყანები, თხილნარი. ჩამორეცხილია შიდა საუბნო გზები. შემთხვევის ადგილზე მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა შესაბამის სამსახურებთან ერთად იმყოფება. შესაბამისი კომისიის მიერ მიმდინარეობს ზარალის დათვლა.
ჩხოროწყუს მერი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა
მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა სოფელ ლესიჭინეში, ქვედა ჩხოროწყუში, კირცხში ახუთსა და ლეწურწუმეში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დათო გოგუა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობის პრობლემებსა და საჭიროებებს ადგილზე გაეცნო. ადგილობრივებმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელთან მათ საჭიროებებზე ღიად ისაუბრეს. სოფლებში პრიორიტეტად წყალმომარაგების სისტემის, გზის, სანიაღვრე არხების, გარე განათების რეაბილიტაცია, სკვერის მოწყობა...
სამუშაო შეხვედრაზე ტყეკაფის გამოყოფის საკითხი განიხილეს
დღეს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, ტყეკაფის გამოყოფის საკითხი განიხილეს. მუნიციპალიტეტში მუხურის, ნაფიჩხოვიოს, ნაკიანისა და ახუთის ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე გამოიყოფა ტყეკაფი, სადაც მოსახლეობა შეძლებს საშეშე მასალის მოპოვებას. ასევე, შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტში გაზიფიცირებასთან დაკავშირებული საკითხები. აბონენტების ქსელში...