ლეწურწუმეში ასფალტირებული გზა დაიგო

  • სოფელ ლეწურწუმეში ასფალტირებული გზა დაიგო.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 2 694 000 ლარს შეადგენს.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიისინფორმაციით, სამუშაოები ითვალისწინებს სოფელ ლეწურწუმეში, ეგიარზენის უბნიდან სოფელ ნაკიფუს საზღვრამდე, ლეწურწუმეს ცენტრის გავლით, 5 -კილომეტრიანი გზის ასფალტის საფარით რეაბილიტაციას.

პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო სანიაღვრე არხები.

პროექტი გარდამავალია და სამუშაოები სრულად მიმდინარე კვირას დასრულდება.

მიმდინარე სამუშაოებს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა ადგილზე გაეცნო.