დღეიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეიდან იწყება. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა „სანოფი პასტერის“ წარმოების ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმო-ს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შემდეგ რისკ ჯგუფებს უფასოდ ჩაუტარდება: დიაბეტის მქონე პირები, დიალიზზე მყოფი პირები, C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე...

განათლების მინისტრი მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს ახალ სასწავლო წელს ულოცავს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და სრულიად სასკოლო საზოგადოებას 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს. „დღეს, 15 სექტემბერს მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლებში საგანმანათლებლო პროცესი განახლდა. მინდა, მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და სრულიად სასკოლო საზოგადოებას მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება. განსაკუთრებით ვულოცავ ცხოვრების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადასვლას ჩვენს...

თაფლის ფესტივალზე ბესიკ ჭითანავამ გიგანტური გოზინაყი მოამზადა

ჩხოროწყუში, მუხურში, თაფლის ფესტივალზე ცნობილმა ზუგდიდელმა ბესიკ ჭითანავამ ექვსმეტრიანი გოზინაყი მოამზადა. ბესიკ ჭითანავა თავის ფეისბუქგვერდზე წერს: “6 მეტრიანი გოზინაყი (თხირთოფურა) გინესის რეკორდებში შევიდა… მადლობა ჩხოროწყუელება, მუხურელებს და ჩემს ზუგდიდელებს მეგობრებს და ყველა გულშემატკივარს!!!! გუგახარან ღორონთქ დო მარდიანქ… https://www.youtube.com/embed/u3BZMh5GRyE

განათლების სამინისტრო 2022-2023 სასწავლო წლის სიახლეებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

განათლების და მეცნიერების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს, რა სიახლეებით ხვდება სკოლები 2022-23 სასწავლო წელს. უწყების ცნობით, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2022-2023 სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სწავლის დაწყების პირველ დღეს ყველა საჯარო სკოლაში საქართველოს ჰიმნი გაჟღერდება და დროშა აღიმართება. ახალ სასწავლო წელს სკოლები მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდებიან. “საქართველოს...

ჩხოროწყუში, სოფელ მუხურში თაფლის ფესტივალი იმართება

დღეს, ჩხოროწყუში, სოფელ მუხურში თაფლის ფესტივალი იმართება. აგრო ფესტივალზე რეგიონის მასშტაბით მეწარმეები საკუთარ პროდუქციას წარმოადგენენ. ფესტივალის ფარგლებში, მიმდინარეობს მეგრული სამზარეულოს მასტერკლასი. დღის ბოლოს დამყარდება რეკორდი გიგანტური გოზინაყის მომზადებაში. ფესტივალზე ასევე წარმოდგენილია სხვადასხვა პროდუქცია. გამოიფინა ხელნაკეთი აქსესუარები და ადგილობრივი რეწვის ნიმუშები. ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, პირველ მოადგილესთან ნინო...

მუხურში თაფლის ფესტივალი გაიმართება

11 სექტემბერს ჩხოროწყუს სოფელ მუხურში თაფლის ფესტივალი გაიმართება. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დამყარდება რეკორდი გიგანტური გოზინაყის მომზადებაში.

ჩხოროწყუს ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერები და სპეციალური აღჭურვილობა გადაეცემა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია” პროექტის “ “მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონები” ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებს ნარჩენების შესაგროვებელ კონტეინერებს, სპეციალურ მანქანებსა და სხვა ტექნიკურ საშუალებებს გადასცემს. პროექტი ხორციელდება საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის...

“ოფთალმიჯი” ჩხოროწყუში უფასო გამოკვლევას ჩაატარებს

თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა ,,ოფთალმიჯი”, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანიზებით, სამეგრელოს რეგიონში მოსახლეობის უფასო გამოკვლევებს ჩაატარებს. 8 სექტემბერ, გამოკვლევა ჩატარდება ჩხოროწყუში. მისამართი: გობეჩიას ქუჩა N2- საგანმანათლებლო რესურსცენტრის შენობა. გამოკვლევების ჩატარების დრო: 12:00-დან 16:00 საათამდე

ირაკლი ღარიბაშვილი-მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები დაწესდება

მთავრობის ინიციატივით, საქართველოში მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები დაწესდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. „ბოლო თვეების განმავლობაში წარმატებული აღმოჩნდა ჩვენი კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც ეხებოდა წამლების ფასებს. მას შემდეგ, რაც თურქეთის ბაზარი გაიხსნა და შემოვიდა ხარისხიანი თურქული წარმოების წამალი საქართველოში, ჩვენმა მოქალაქეებმა დაახლოებით, 80 მილიონ ლარამდე თანხა დაზოგეს. ამას გარდა,...

სეს-ადგილობრივი წარმოების საზამთროსა და ნესვში ნიტრატების გადაჭარბებული შემცველობა არ ფიქსირდება

მიმდინარე წლის ივლის-აგვისტოში სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა სარეალიზაციო ობიექტებიდან შესამოწმებლად ადგილობრივი წარმოების საზამთროსა და ნესვის 51 ნიმუში აიღეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ნიტრატების გადაჭარბებული შემცველობა არცერთ ნიმუშში არ გამოვლენილა. სურსათის ეროვნული სააგენტო სეზონურ ბოსტნეულსა და ბაღჩეულს ნიტრატების შემცველობაზე რეგულარულად ამოწმებს. მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. მიმდინარე...