ჩხოროწყუელი სპორტსმენების წარმატება

  • ბულგარეთში გამართულ XIII ევროპის პირველობაზე შოტოკან კარატეში, საქართველოს ნაკრებში წარმოდგენილმა ჩხოროწყუელმა კარატისტებმა ლიკა ფირცხელავამ და ცოტნე სორდიამ ინდივიდუალურ გამოსვლებში პირველი ადგილი დაიკავეს, 5 ოქროს მედალი მოიპოვეს და ევროპის ჩემპიონები გახდნენ.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჩხოროწყუელ სპორტსმენებს და მწვრთნელ გერონტი მამფორიას მიღწეული წარმატება მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მამუკა ყურაშვილმა სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად მიულოცეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს მათ.