ფაშიზმზე გამარჯვებიდან 78 წელი შესრულდა

  • ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა და მერის მოადგილე ვალერი თოდუამ, ადგილობრივი ხელისუფლების, ვეტერანთა კავშირისა და საზოგადოეის წარმომადგენლებთან ერთად, გვირგვინით შეამკეს ომში დაღუპულთა ობელისკი და პატივი მიაგეს დაღუპული გმირების ხსოვნას.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 500 ლარს მიიღებენ.