Blog

ჩხოროწყუში დასუფთავების აქცია გაიმართა

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ინიციატივითა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტის ,,დავიცვათ საქართველოს სისუფთავე” ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში ,,სუფთა რეგიონი″ წელს სოფელი ქვედა ჩხოროწყუ მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს ქვედა ჩხოროწყუს ადმინისტრაციულ ერთეულში საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების კოორდინატორ თამთა ჭითანავას ორგანიზებით, მორიგი დასუფთავების აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობა...

ჩხოროწყუს მერი სოფელ ლეწურწუმესა და ლესიჭინეში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა პირველ მოადგილე გოჩა ჩიქოვანთან და საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ლეწურწუმესა და ლესიჭინეში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრა პროექტ "ერთი დღე სოფლად" ფარგლებში გაიმართა. მერმა ადგილობრივების საჭიროებები მოისმინა და გაეცნო იქ არსებულ პრობლემებს. ადგილობრივებმა მერთან შეხვედრისას, ღიად ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რაც აწუხებთ...

ჩხოროწყუში შეხვედრა გაიმართა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილ ღონისძიებებზე

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ჯგუფის უფროსი შალვა მეტრეველი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების წარმატებით განხორციელებისთვის ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის აქტიური ჩართულობა აუცილებელია. შეხვედრაზე, ასევე ისაუბრეს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილ ღონისძიებებზე. შეხვედრას მუნიციპალიტეტის...

15 მარტიდან ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობების ID ბარათით უსასყიდლოდ ჩანაცვლება იქნება შესაძლებელი

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წლის 15 მარტიდან იუსტიციის სამინისტრო არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობების მფლობელთათვის უზრუნველყოფს პირადობის ელექტრონული მოწმობებით (ID ბარათით) უსასყიდლოდ ჩანაცვლებას. უწყების ცნობით, 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობის პირადობის ელექტრონული მოწმობით (ID ბარათით) უსასყიდლოდ ჩანაცვლების მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმართეთ იუსტიციის სახლებსა და...

გუბერნატორი დღეს მოქალაქეებს ჩხოროწყუში შეხვდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი გუგუჩიას ახალი ინიციატივის შესაბამისად მოქალაქეების მიღება უშუალოდ მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს. მოქალაქეებთან ინდივიდუალური შეხვედრები დღეს, ჩხოროწყუში გაიმართა. შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი და ჩხოროწყუს მერი დავით გოგუა ესწრებოდნენ. ინფორმაციისთვის: მოქალაქეთა მიღებები ჩხოროწყუმდე გაიმართა აბაშაში, მარტვილსა და ხობში. შეხვედრები პერმანენტულად სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება. +16

ჩხოროწყუში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოგამოფენა მოეწყო

ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმის სააქტო დარბაზში მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოგამოფენა მოეწყო. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოები მუზეუმს მერიის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურმა საჩუქრად გადასცა.

ხვალ გუბერნატორი მოქალაქეთა მიღებას ჩხოროწყუში გამართავს

13 მარტს, 11:00 საათიდან, ჩხოროწყუში მოქალაქეთა მიღებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია გამართავს. მიღება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში ჩატარდება.

ჯანდაცვის სამინისტროს მიხეილ სარჯველაძე უხელმძღვანელებს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა. მიხეილ სარჯველაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. მიხეილ სარჯველაძემ ამ პოსტზე ზურაბ აზარაშვილი შეცვალა.

ჩხოროწყუს მერმა ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, ქალაქ ჩხოროწყუს მაჟორიტარ დეპუტატთან, მერიის კულტურის სამსახურის უფროსთან და აღნიშნულ სამსახურთან არსებულ საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ერთად, სხავადასხვა ორგანიზაციის, გადაუდებელი დახმარების, საავადმყოფოსა და აფთიაქების თანამშრომლებს, უხეცესებს, საპატიო ჩხოროწყუელებს, მრავალშვილიან დედებს , ასევე ქუჩებში შემხვედრ ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა და თაიგული გადასცა მათ. მერმა და მერის...

“ერთი დღე სოფლად”-მერი ლეწურწუმეში მოსახლეობას შეხვდა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობას პროექტ "ერთი დღე სოფლად" ფარგლებში სოფელ ლეწურწუმეში, ჯუმითის უბანში შეხვდა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერმა ადგილობრივების საჭიროებები მოისმინა და პირველწყაროსგან გაეცნო იქ არსებულ პრობლემებს. მერი ასევე სოფელ ლეწურწუმეში საჯარო სკოლას და საბავშვო ბაღებსაც ესტუმრა და იქ არსებულ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო....