ზუმში, ამაღლების სახელობის ეკლესიაში საზეიმო სადღესასწაულო წირვა ჩატარდა

  • ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ზუმში, ამაღლების სახელობის ეკლესიაში საზეიმო სადღესასწაულო წირვა ჩატარდა.

მსახურება მამა მიქაელმა (ლაგვილავა) აღავლინა და შეკრებილ მრევლს დღესასწაული მიულოცა.

​საზეიმო ლიტურგიას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯანო პერტაია, მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ იზორია და მათი მოადგილეები დაესწრნენ.

​ამაღლების დღესასწაული სოფელ ზუმში ყოველწლიურად განსაკუთრებულად აღინიშნება და მას ტრადიციულად მრავალი სხვადასხვა ტაძრებიდან სტუმრობს