სამეგრელოში დამატებით 26 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება მოხდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულების შესაბამისად, სამეგრელოს რეგიონში დამატებით 26 დასახლებულ პუნქტში გაზიფიცირების სამუშაო ჩატარდება. განკარგულების შესაბამისად, 2022 წელს გაზიფიცირების სამუშაოები დამატებით ზუგდიდის, ჩხოროწყუს, ხობის, აბაშის, სენაკის და მარტვილის მუნიციპალიტეტებში ჩატარდება. დამატებით გაზიფიცირების სამუშაოები ჩატარდება შემდეგ დასახლებულ პუნქტებში: ხობის მუნიციპალიტეტში: პირველი გურიფული, მეორე გურიფული, გაღმა შუა ხორგა, გამოღმა შუა ხორგა, გაღმა პირველი...

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გაზიფიცირების სამუშაოები ერთდროულად მუნიციპალიტეტის 8 ადმინისტრაციულ ერთეულში ხორციელდება. დასრულებულია, ასევე ზუმის ადმინისტრაციული ერთეულის გაზიფიცირების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა.