ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გაზიფიცირების სამუშაოები ერთდროულად მუნიციპალიტეტის 8 ადმინისტრაციულ ერთეულში ხორციელდება. დასრულებულია, ასევე ზუმის ადმინისტრაციული ერთეულის გაზიფიცირების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა.