ჩხოროწყუში ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ თაიას სატყეო უბნის ტერიტორიაზე მოქალქემ 5 ერთეული წიწვოვანი სახეობის ხე მოჭრა და მისგან დამზადებული 24 ერთეული მორის ტრანსპორტირებას ტრაქტორის საშუალებით ახდენდა. უწყების ცნობით, მორები დაილუქა.

ჩხოროწყუში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. უწყების ცნობით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში შეჩერებული ავტომანქანის ძარაზე წიწვოვანი სახეობის 12 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი მორი იყო განთავსებული. მძღოლმა შესაბამისი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა, ავტომანქანა დაილუქა.