ჩხოროწყუში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. უწყების ცნობით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში შეჩერებული ავტომანქანის ძარაზე წიწვოვანი სახეობის 12 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი მორი იყო განთავსებული. მძღოლმა შესაბამისი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა, ავტომანქანა დაილუქა.