სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 403 პაციენტი იმყოფება

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში კორონავირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა. 70 წლის ქალი, რომელიც ჩხოროწყუს სოფელ ახუთის მცხოვრები იყო, ზუგდიდის მცხოვრები 57 წლის მამაკაცი და აბაშის მცხოვრები 75 წლის მამაკაცი. დღეისთვის, სამეგრელოს კოვიდკლინიკებში იმყოფება 403 კოვიდპაციენტი. მათ შორის: რუხის კლინიკაში იმყოფება – 194 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 46. ფოთის კოვიდკლინიკაში...

რუხის კოვიდკლინიკაში კორონავირუსით ჩხოროწყუელი მამაკაცი გარდაიცვალა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კოვიდკლინიკაში 71 წლის ჩხოროწყუელი მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაციისთვის, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 576 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 584 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 307 918-მდე. კორონავირუსით გარდაცვალების 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.