სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 403 პაციენტი იმყოფება

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში კორონავირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა. 70 წლის ქალი, რომელიც ჩხოროწყუს სოფელ ახუთის მცხოვრები იყო, ზუგდიდის მცხოვრები 57 წლის მამაკაცი და აბაშის მცხოვრები 75 წლის მამაკაცი. დღეისთვის, სამეგრელოს კოვიდკლინიკებში იმყოფება 403 კოვიდპაციენტი. მათ შორის: რუხის კლინიკაში იმყოფება – 194 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 46. ფოთის კოვიდკლინიკაში...

დღეიდან შიდა და გარე სივრცეში პირბადის გამოყენება სავალდებულო ხდება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან შიდა და გარე სივრცეში პირბადის გამოყენება სავალდებულო ხდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „დღეს ჩვენ საზოგადოებისთვის გვაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი მესიჯი. პირველი მესიჯი არის ის, რომ საბჭოს გადაწყვეტილებით, დაემატა ახალი რეგულაცია, ეს რეგულაცია ეხება პირბადის სავალდებულო ტარებას. დღეიდან შიდა და გარე სივრცეში პირბადის...

სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 418 პაციენტი რჩება

სამეგრელოს კოვიდ კლინიკებში 418 პაციენტია მოთავსებული. მათ შორის მძიმეა 31 პაციენტის მდგომარეობა. 418 პაციენტიდან რუხის კლინიკაში იმყოფება 188. მძიმეა 28. ფოთის კლინიკაში 40 ინფიცირებული მკურნალობს. სენაკის კლინიკა “სენამედში” 42. ფოთის კლინიკა “ბომონდში” 35 პაციენტი რჩება. აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში – 28, სენაკის “ლაზიკა მედიში” – 85 პაციენტი. მათ შორის მძიმე...

დღეს: 27 კორონაინფიცირებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 396 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 170 შემთხვევა, აჭარა – 8, იმერეთი – 59, ქვემო ქართლი – 11, შიდა ქართლი – 41, გურია – 25, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 27, კახეთი – 32, მცხეთა-მთიანეთი – 9, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.