ჩხოროწყუში ტობავარჩხილის ტურისტული სეზონი გაიხსნა

ტობავარჩხილის ტბაზე ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი, ჯუმბერ იზორია, ვიზიტორთა ჯგუფთან ერთად ცაშკიბულის ტობავარჩხილის ტბაზე იმყოფებოდა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და უხვნალექიანობის გამო, წელს სეზონის გახსნა შედარებით დაგვიანდა - უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ტბამდე მისასვლელი გზა სპეციალურ შემოწმებას მოითხოვდა. უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მერმა ადგილზე დაათვალიერა...

ახალი დაცული ტერიტორია – ეგრისის ეროვნული პარკი შეიქმნა

დაცული ტერიტორიების საააგენტოს ინფორმაციით, სამეგრელოში ახალი დაცული ტერიტორია – ეგრისის ეროვნული პარკი შეიქმნა. უწყების ცნობით, ეგრისის ეროვნული პარკი წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და მარტვილის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებს მოიცავს და მისი ფართობი 37 074 ჰექტარს შეადგენს. “ეგრისის ეროვნული პარკი კოლხეთის ბიოგეოგრაფიულ არეს მიეკუთვნება და გამოირჩევა უნიკალური ფლორითა და ფაუნით. ხელსაყრელი კლიმატური პირობების გამო, ტერიტორიაზე...

ხაბუმეში ხიდის მშენებლობა დასრულდა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში ხიდის მშენებლობა დასრულდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცის ინფორმაციით, 161 მეტრიანი საავტომობილო ხიდი ერთმანეთს სოფელ ხაბუმესა და ზუმს აკავშირებს. ახალი ხიდის სიგანე 9,5 მეტრია. ადრე არსებული ლითონის ხიდი ვერ აკმაყოფილებდა სტანდარტებს, ავარიული იყო და სატვირთო ავტომანქანების გადაადგილება საფრთხეს შეიცავდა. ხიდის მშენებლობის დასრულებულ სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული...

ჩხოროწყუში კულტურული მემკვიდრეობისა და ტურისტული პოტენციალის განვითარება იწყება

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში კულტურული მემკვიდრეობისა და ტურისტული პოტენციალის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელება იწყება. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის, ჯუმბერ იზორიას ინიციატივით, შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ტურისტული პოტენციალის მქონე ადგილების დათვალიერებას და ობიექტებამდე მისასვლელი საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობას გაეცნობა. ამ მიზნით მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ იზორია, საკრებულოს თავმჯდომარე...

ძვალ-კალენდარი ჩხოროწყუს მუზეუმიდან

გთავაზობთ ნაწყვეტს ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმის დირექტორის მოადგილის ზაურ ჯალაღონიას წერილიდან "ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ისტორიული მუზეუმი“. ზაურ ჯალაღონია "ჩხოროწყუს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი საზოგადოებრივ საწყისებზე დაარსდა 1968 წელს, 1978 წლიდან ფუნქციონირებდა როგორც „კულტურის სამინისტროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი“, 2009 წლიდან კი არის ა.(ა).ი.პ.ი. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ისტორიული მუზეუმი“. რაიონში მატერიალური და სულიერი კულტურული მემკვიდრეობის შესწავლასა და დაცვაზე...

გიორგი ცირდავა: კანიონინგი მიმზიდველი, საინტერესო სპორტია

გიორგი ცირდავა 2018 წლიდან ხელმძღვანელობს მუხურის კანიონერთა კლუბს "ახრა". ჩხოროწყუელი კანიონერი დღეს ჩვენი სტუმარია და გვესაუბრება იმ საქმეზე, რომლის შესახებ შეიძლება თქვენ ჯერ არც იცით, მაგრამ აუცილებლად დაგაინტერესებთ.   -გიორგი, გთხოვთ გაეცანით მკითხველებს და გვიამბეთ საიდან გაჩნდა იდეა კანიონერთა კლუბის ჩამოყალიბებაზე? -ჩვენი კლუბის ჩამოყალიბების იდეა 2018 წლის აგვისტოში გაგვიჩნდა, როცა კანიონინგის...

2022 წლისთვის, ტურისტები, ტობავარჩხილისკენ, შეუფერხებლად ივლიან

ტობავარჩხოროწყუში ბევრი აუცილებლად მოსანახულებელი ადგილია, მაგრამ დღეს მოგიყვებით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ალპურ ზოლში, მდინარე ხობისწყლის აუზში მდებარე ტბაზე, რომელსაც „ტობავარჩხილი“ ჰქვია. ის ხშირად ხდება ადგილობრივების და ტურისტების აღფრთოვანების მიზეზი. „ტობავარჩხილი“, ანუ ვერცხლის წყალი ეგრისის ქედზე ყველაზე დიდი ტბაა. ლეგენდის თანახმად, ტობას ტბაზე ამოსული მწყემსები ერიდებოდნენ ამ წყალში ბანაობას, მეტი, ხელის დასველებასაც...

“შურუბუმუს” საიდუმლოებები

“შურუბუმუს” - გამოქვაბულის სახელი, უძველესი კოლხური სიტყვაა და მისი დაახლოებითი თარგმანი ასე ჟღერს -”სულგანაბული”.. მღვიმეს სტალაქტიტები და სტალაგმიტები ამშვენებენ და განსაკუტრებით საინტერესოს და საიდუმლოებით მოცულს ხდიან იქაურობას. მედია წერს: "დიდი ხნის განმავლობაში არავინ უწყოდა, თუ სად იწყებოდა “შურუბუმუს” გამოქვაბული და რა მანძილს მოიცავდა იგი.. 2004 წელს მიგარიის მასივში, საერთაშორისო სპელეოლოგიური...

ოცინდალეს მონასტერი და მღვიმეები

ოცინდალეს წმიდა გიორგის ეკლესია XI საუკუნეშია აგებული. გადმოცემით, ტაძარი, თამარ მეფეს განუახლებია. ოცინდალეს ეკლესია საუკუნეების განმავლობაში უმიშვნელოვანესი სარწმუნოებრივი ცენტრი ყოფილა. ეკლესია, განსაკუთრებით, გიორგობის დღესასწაულებზე ცოცხლდება. აქ, სამეგრელოს ყველა კუთხიდან იკრიბება მოსახლეობა. მედია წერს, 1923 წელს, როცა საბჭოთა ხელისუფლება მასობრივად აუქმებდა და ანგრევდა ეკლესია-მონასტრებს, საქართველოს სიძველეთა დაცვის კომიტეტის მიერ შექმნილმა კომისიამ,...

ჩხოროწყუს მუზეუმში დაცული ისტორია

ვიკიპედია ამბობს: "ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ისტორიული მუზეუმში დაცულია არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული და შემთხვევით ნაპოვნი მასალები, რომელთა ქრონოლოგიური ჩარჩოები საზოგადოების განვითარების ყველა ძირითად საფეხურს მოიცავს: პალეოლითის, ნეოლითის (ქვის ხელცულები, ნაჯახები, სატეხი ქვები), ადრეული, შუა და გვიანი ბრინჯაოს (კოლხური ცულები, თოხები, შუბისპირები) და სხვა საბრძოლო იარაღები, ბრინჯაოს ზოდები, კერამიკული ნაწარმი, ძვ. წ. IX-VIII-VI სს-ის სარდიონის,...