ჩხოროწყუში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირებისა და ჭრა-ტრანსპორტირების 18 ფაქტი გამოავლინეს. 12 სამართალდარღვევაა გამოვლენილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 4,5 კუბური მეტრი მოცულობის ფიცრის, აბაშის მუნიციპალიტეტში კი, 0,61 კუბური მეტრი მოცულობის ძელაკის, 0, 82 კუბური მეტრი ძელისა და 0, 75...

ჩხოროწყუში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობისა და ეროვნული გმირის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა – დათო გოგუამ, მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა, მერის მოადგილე ვალერი თოდუამ, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებმა, სოფელ ახუთში მერაბ კოსტავას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს....

გარდაიცვალა ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე 

გარდაიცვალა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, რამაზ თოლორდავა. ის 46 წლის იყო. ინფორმაციას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს. "ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო ღრმა მწუხარებას გამოხატავს ამავე საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, რამაზ თოლორდავას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს".-ნათქვამია განცხადებაში.

პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია იწყება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 24 მაისს, დილის 09:00 საათიდან საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონულ რეგისტრაციას იწყებს, რომელიც 15 ივნისს დღის ბოლოს დასრულდება. რეგისტრაციას ბავშვის მშობელი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალური ვებგვერდის – https://registration.emis.ge – მეშვეობით ელექტრონული ფორმით უზრუნველყოფს. იხილეთ საყოველთაო რეგისტრაციის ინსტრუქცია: https://mes.gov.ge/mesgifs/1653291639_Instruqcia%202022.pdf საქართველოს განათლებისა და მეცნიერების...

მოსწავლეები ჭადრაკს პირველი კლასიდან სავალდებულო საგნად შეისწავლიან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები ჭადრაკს პირველი კლასიდან სავალდებულო საგნად შეისწავლიან. ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მოსწავლეებში ანალიტიკური, ლოგიკური, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების პრაქტიკული გადაჭრის უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, ჭადრაკი ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში სავალდებულო საგნად ემატება. „სავალდებულო საგნად ჭადრაკის შესწავლა 2022-2023 წლის...

სამომხმარებლო ბაზარზე ხორცი „QR“ კოდით განთავსდება

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და FAO-ს ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის (NAITS) პროექტის მხარდაჭერით, სამომხმარებლო ბაზარზე ხორცი QR კოდით განთავსდება. ამასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყნის მასშტაბით არსებულ სასაკლაოებს შესაბამისი ტექნიკურ აღჭურვილობას გადასცემს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ აღნიშნა, რომ ბაზარზე ხორცის „QR“ კოდით...

კორონავირუსის 602 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 697 პირი, გარდაიცვალა ერთი პაციენტი

დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გასული ერთი კვირის (09.05-15.05.2022) განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 602 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 697 ადამიანი. ერთი კვირის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაიცვალა ერთი პაციენტი. უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი. ერთ კვირაში ქვეყანაში ჩატარდა 97 625 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 86 222, „პისიარ“ ტესტით...

ამირან გამყრელიძე – ბავშვებში არატიპური ჰეპატიტი საყურადღებოა, მაგრამ ჯერ პანიკას ნუ ავტეხთ, ხალხს ნუ შევაშინებთ

ბავშვებში საქმე გვაქვს არატიპურ ჰეპატიტთან, საყურადღებოა, მაგრამ ჯერ პანიკას ნუ ავტეხთ, ხალხს ნუ შევაშინებთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. როგორც გამყრელიძემ განაცადა, ჰეპატიტთან დაკავშირებით საინფორმაციო და სარეკომენდაციო წერილი გაიგზავნა კლინიკებში. „თვალყურს ვადევნებთ და შესაბამისი საინფორმაციო და სარეკომენდაციო წერილი გაიგზავნა კლინიკებში. მასალას დიაგნოსტიკისთვის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ...

ლეწურწუმეში წყალმომარაგების სისტემის მოწყობა მიმდინარეობს

სოფელ ლეწურწუმეში წყალმომარაგების სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 380 380 ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში ეწყობა ჭაბურღილი და ტარდება დაქსელვითი სამუშაოები. პროექტის დასრულების შემდეგ უწყვეტი წყალმომარაგებით ეგიარზენის უბანში მცხოვრები 112 ოჯახი ისარგებლებს. ლეწურწუმეში სასმელი წყლის სისტემა მოეწყო...

ირაკლი ღარიბაშვილი – ხორბლისა და ფქვილის საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს

საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს ფქვილის, ხორბლის მარაგიც არსებობს ქვეყანაში და სულ რაღაც ერთ თვეში, თვე-ნახევარში უკვე ჩვენც საკუთარ ხორბალს, მოსავალს ავიღებთ. შესაბამისად, არავითარი აჟიოტაჟის საფუძველი არ იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „დარგის წარმომადგენლები ითხოვენ ფქვილზე გადასახადის შემოღებას, ხომ? – რაც, რა თქმა უნდა,...