ჩხოროწყუში ახალი სკოლები აშენდება

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული საჯარო სკოლების მშენებლობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 15 საჯარო სკოლის პროექტირება/მშენებლობის სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოცხადებული ტენდერების ჯამური ღირებულება დაახლოებით 66.2 მილიონი ლარია.

პრემიერ-მინისტრის ინიცირებული პროგრამის ფარგლებში ახალი საჯარო სკოლები აშენდება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, კონკრეტულად მოხდება რამინ დიხამინჯიას სახელობის დაბა ჩხოროწყუს N1 საჯარო სკოლის, ზუმის საჯარო სკოლის, ნაფიჩხოვოს თემის საჯარო სკოლის, კირცხის თემის N2 საჯარო სკოლის მშენებლობა.

სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტით, ქვეყნის მასშტაბით, გათვალისწინებულია 800 სკოლის მშენებლობა და რეაბილიტაცია. პროგრამა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიარდი ლარი მოხმარდება.