აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები იწყება

  • სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთულებში მერის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი, მერის მოადგილე ვალერი თოდუა, სოფლის მეურნეობის საინფორმაციო -საკონსულტაციო ცენტრისა და მერიის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის ხელმძღვენელი პირები დაესწრნენ.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი მავნებლის მონიტორინგს იწყებს. აზიური ფაროსანას იდენტიფიკაციის მიზნით, სააგენტოს სპეციალისტები მონიტორინგს საკარმიდამო ნაკვეთებსა და მიტოვებულ შენობებში ახორციელებენ.

ღონისძიებების პირველი ეტაპის საფუძველზე, იმ ტერიტორიებზე, სადაც მავნებლის დიდი კონცენტრაცია დაფიქსირდება, დამონტაჟდება „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები, რაც შეამცირებს მავნებლის რაოდენობას და ხელს შეუწყობს გავრცელების ზუსტი არეალის დადგენას. მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, ტემპერატურის მატებასთან ერთად, დაიგეგმება წამლობითი ღონისძიებები.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, აქტიურად ჩაერთონ მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებში. მოსავლის დაცვის მიზნით, დროულად განახორციელონ აგროკალენდრით გათვალისწინებული ღონისძიებები თხილის ბაღებსა და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებში.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მავნებლის საწინააღმდეგოდ თერმული ნისლით ბაღების დამუშავება მაისის ბოლოსა და ივნისის დასაწყისში განხორციელდება.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე თხილის დაცვის პროგრამის განხორციელებას მუნიციპალიტეტში. პირველი ეტაპის აგროქულების ჩარიცხვა მარტის თვეში განხორციელდება. ,,თხილის გადარჩენის“ პროგრამაში ჩართულობის მიზნთ, ეტაპობრივად მიმდინარეობს თხილის ბაღების რეგისტრაცია.