13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
კორონავირუსით ჩხოროწყუს მცხოვრები გარდაიცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება 26 კოვიდ ინფიცირებული მოქალაქე. რუხის კლინიკაში იმყოფება 178 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 41 ადამიანი. ფოთის კლინიკაში იმყოფება კოვიდ 39 პაციენტი. სენაკის კლინიკა “სენამედში” იმყოფება 42 კოვიდ პაციენტი. ფოთის კლინიკა “ბომონდში” იმყოფება 46 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 3...
“საქართველოსთვის” ჩხოროწყუში მერობისთვის გიორგი აბსარიძე იქნება
დღეს, პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ, ჩხოროწყუს მერობის კანდიდატად შენგელი ჯიქია დაასახელა.
სკოლები და უნივერსიტეტები სწავლას დისტანციურ რეჟიმში 15 სექტემბრიდან დაიწყებენ
სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება, – ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო. “სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება. ანალოგიური რეგულაცია გავრცელდება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებზე“,- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
საბავშვო ბაღები 4 ოქტომბრამდე არ იმუშავებენ
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, განაცხადა, რომ სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა 4 ოქტომბრამდე შეზღუდული იქნება. “4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა. ეს ეხება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ბაღებს“, – განაცხადა ღიბრაძემ.
საზოგადოებრივ ტრანსპორტის მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდა
საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობა 4 სექტემბრიდან არ აღდგება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე საკოორდინაციო საბჭომ დღეს დამატებითი გადაწყვეტილება მიიღო. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე მოქმედი შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგძლივდება“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
თიკა ჯალაღონია-“თავისუფალ უნივერსიტეტში” ასპროცენტიანი გრანტით
კირცხის მეორე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული თიკა ჯალაღონიას არჩევანი თავისუფალი უნივერსიტეტი და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტია. ამბობს, რომ ასპროცენტიანი გრანტი მისთვის მოულოდნელი არ იყო. -მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, ახალი კულტურებისა და ტრადიციების გაცნობა, ვსწავლობ უცხო ენებს. თავისუფალ დროს მხატრული ლიტერატურის კითხვა და მუსიკის მოსმენა მიყვარს ყველაზე მეტად. -ცხოვრების ახალ ეტაპს 100%-იანი გრანტით იწყებ… -დიახ. ჯერ...
“ქართულმა ოცნებამ” ჩხოროწყუში მერობის კანდიდატად დათო გოგუა წარადგინა
“ქართული ოცნების” ლიდერებმა და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩხოროწყუში მერობის კანდიდატად დათო გოგუა წარადგინა.
გახარია არის “მაზაკვალი” მოღალატე – ირაკლი ღარიბაშვილი
ჩემს თვალში გახარია არის მოღალატე, მეტსაც გეტყვით, გახარია არის იშვიათი მოღალატე. სამეგრელოში ვარ და მეგრელები გამიგებენ, ის არის იშვიათი, „მაზაკვალი“ მოღალატე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განაცხადა. “მიზანმიმართულად ის და მისი გუნდის წევრები აცხადებდნენ, ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ იგი იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის პროექტი. რაც სრული სიცრუეა. ამის თაობაზე პარტიის...
პოლიციამ ჩხოროწყუში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა – დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული რ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. უწყების ცნობით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა რ.კ.-მ მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებულ...









