გაიმართა ჩხოროწყუელი მებრძოლის კობა წურწუმიას სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში

დღეს, დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ჩხოროწყუელი მებრძოლის – კობა წურწუმიას სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში.

ჩხოროწყუს მუნიციპლიტეტის მერიის ინფორმაციით, ტურნირი სოფლებს შორის მიმდინარეობს. ტურნირი 8 აგვისტოს დასრულდება.

საპრიზო ადგილზე გასული გუნდები დიპლომებითა და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან. ხოლო, გამარჯვებულ გუნდს გარდამავალი თასი გადაეცემა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *