ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჩხოროწყუში აქტიურად მიმდინარეობს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროექტი "განახლებული რეგიონები", რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია ქალაქ ჩხოროწყუს აღმაშენებლისა და გობეჩიას ქუჩების რეაბილიტაცია. უწყების ცნობით, სამუშაოები მოიცავს: სახელოვნებო სკოლისა და მუზეუმის ფასადის შეკეთებას, წმინდა გიორგის მონუმენტის რესტავრაციას. მერიის შენობის ფასადის რეაბილიტაციას. ტროტუარებისა და გაზონების რეაბილიტაციას. ცენტრალური სკვერის რეაბილიტაციას. აღმაშენებლის ქუჩაზე...
მთავრობა მეთხილე ფერმერებს დახმარებას სთავაზობს
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მეთხილე ფერმერების მხარდასაჭერად, ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც 0,2-3 ჰექტრამდე თხილის ფართობი აქვს საკუთრებაში ან სარგებლობაში, 1 ჰექტარზე დაანგარიშებით, 500 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებს. ქულები აგრობარათზე დაირიცხება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. სამი ჰექტარი ან მეტი თხილის ფართობის მქონე ფერმერები მიიღებენ შეღავათებს და შეძლებენ ისარგებლონ შეღავათიანი აგროკრედიტით საბრუნავი საშუალებებისთვის....
სახალხო ზეიმი “ჩხოროწყუობა 2022“ გაიმართა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახალხო ზეიმი "ჩხოროწყუობა 2022“ გაიმართა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციიით, ღონისძიება მერიის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსმა ათინა წურწუმიამ გახსნა. მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მოსახლეობას სახალხო დღესასწაული მიულოცა და რვა „საპატიო ჩხოროწყუელი“ დააჯილდოვა. "საპატიო ჩხოროწყუელის“ წოდება მიენიჭათ: ნანი ჯაიანს - ჩხოროწყუს სამუსიკო სკოლის ყოფილ დირექტორს, კულტურის დამსახურებულ მუშაკს,...
23 ოქტომბერს, “ჩხოროწყუობა 2022“ აღინიშნება
23 ოქტომბერს, ჩხოროწყუში, "ჩხოროწყუობა 2022“ აღინიშნება. სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქში სხვადასხვა ღონისძებაა დაგეგმილი. იხილეთ "ჩხოროწყუობა 2022“ პროგრამა: • 11:00 ლაშა გახარიას 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება (მუხური, პოეტის სახლ-მუზეუმი.) • 12:30 ,,ჩხოროწყუობა 2022“ -ის გახსნა. • 12:50 საპატიო ჩხოროწყუელების დაჯილდოება. • 13:20 დღის კონცერტი. • 14:00 სახალხო სეირნობა. • 15:00...
ჩხოროწყუში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
ჩხოროწყუს სოფელ ლეწურწუმეში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი სრულად დაიწვა. შემთხვვეა წუხელ გვიან ღამით მოხდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
შოთა მესხიას უნივერსიტეტში ცხადდება მეორადი რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი მიმართავს იმ აპლიკანტებს, რომლებიც გარკვეულ მიზეზთა გამო ვერ ჩაირიცხნენ ან ვერ მოასწრეს პირველადი მიღებისთვის რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. მათ საშუალება ეძლევათ 2022 წლის 14 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით გაიარონ მეორადი რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ზუგდიდისა და სენაკის ბაზაზე. დაინტერესებული პირები რეგისტრაციისთვის უნდა შევიდნენ vet.emis.ge-ზე. პროგრამების და...
ხაბუმეში ჯავრიშვილის კლინიკა “ოფთალმიჯი” უფასო გამოკვლევებს ჩაატარებს
თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა ,,ოფთალმიჯი”, 6 ოქტომბერს, სოფელ ხაბუმეში, მოსახლეობის უფასო გამოკვლევებს ჩაატარებს. გამოკვლევები ხაბუმეს ადმინისტრაციულ შენობაში 11:00 საათიდან გაიმართება. აქცია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და მხარდაჭერით ჩატარდება.
კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები იზოლაციას აღარ ექვემდებარებიან
კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები იზოლაციას აღარ ექვემდებარებიან. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი, რომელიც 27 სექტემბრით თარიღდება. „COVID-19-ით დაავადებულთან კონტაქტში მყოფი პირები არ ექვემდებარებიან იზოლაციას, ამასთან, ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია მაღალი რისკის კონტაქტის შეწყვეტიდან მომდევნო 10 კალენდარული დღის განმავლობაში (მათ შორის, დაბალი რისკის გარემოში მოხვედრისას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ...
დღეიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება
ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეიდან იწყება. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა „სანოფი პასტერის“ წარმოების ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმო-ს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შემდეგ რისკ ჯგუფებს უფასოდ ჩაუტარდება: დიაბეტის მქონე პირები, დიალიზზე მყოფი პირები, C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე...
განათლების მინისტრი მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს ახალ სასწავლო წელს ულოცავს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და სრულიად სასკოლო საზოგადოებას 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს. „დღეს, 15 სექტემბერს მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლებში საგანმანათლებლო პროცესი განახლდა. მინდა, მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და სრულიად სასკოლო საზოგადოებას მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება. განსაკუთრებით ვულოცავ ცხოვრების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადასვლას ჩვენს...










