ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება

საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღთან დაკავშირებით განკარგულება გამოსცა. “არჩევნების შესახებ დღეს გამოცემული განკარგულებით, პრეზიდენტმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების თარიღად 2021 წლის 2 ოქტომბერი დაასახელა”.-ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტოსაგზაო შემთხვევა ჩხოროწყუში

მედიის ინფორმაციით, ჩხოროწყუს სოფელ ჭოღაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 2 დაშავდა.

ჩხოროწყუში, გარახის უბანში წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჩხოროწყუში, გარახის უბანში წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ეწყობა წყლის ავზი და მილები. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ასევე დაქსელვითი სამუშაოები. პროექტი ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება. მიმდინარე წელს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 446 000 ლარი დაიხარჯება. სამუშაოები ყველა ადმინისტრაციულ ერთულში...

„ქართულმა ოცნებამ” ჩხოროწყუს მერობის კანდიდატად დავით გოგუა დაასახელა

“ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატები წარადგინა. ჩხოროწყუს მერობის კანდიდატად პარტიამ დავით გოგუა დაასახელა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

ჩხოროწყუში კორონავირუსით მამაკაცი გარდაიცვალა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცის ინფორმაციით, კორონავირუსით ჩხოოწყუს მკვიდრი 76 წლის მამაკაცი სენაკში,”სენამედის” კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 3 141 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 509 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 20 პაციენტი.

ჩხოროწყუში პარტია “საქართველოსთვის” ოფისი გახსნა

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ პარტიის ახალი ოფისი ჩხოროწყუში გახსნა. ოფისის გახსნას ესწრებოდნენ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები - ბერდია სიჭინავა და გიგა ფარულავა, ასევე პარტიის წევრები: მალხაზ თორია, გეგა შენგელია, ეკატერინე ვეფხვაძე, ქეთევან ლომაია, ირაკლი ფარულავა. გიორგი გახარია ჩხოროწყუში მხარდამჭერებსაც შეხვდა და მათ კითხვებს უპასუხა, სამომავლო გეგმებზე ესაუბრა და პარტია „საქართველოსთვის“...

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მოწყვლადი ჯგუფებისთვის სასურსათო პროდუქტის გაცემა მიმდინარეობს

დღეს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში "წითელი ჯვრის საზოგადოების“ ხელმძღვანელმა ხათუნა მიქავამ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს მოწყვლადი ჯგუფებისთვის სასურსათო პროდუქტი და ჰიგიენური საშუალებები გადასცა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აქცია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება. ჩხოროწყუს მერსა და წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე მერია და წითელი ჯვრის საზოგადოება ახორციელებენ ერთობლივ პროგრამას და...

გიორგი ცირდავა: კანიონინგი მიმზიდველი, საინტერესო სპორტია

გიორგი ცირდავა 2018 წლიდან ხელმძღვანელობს მუხურის კანიონერთა კლუბს "ახრა". ჩხოროწყუელი კანიონერი დღეს ჩვენი სტუმარია და გვესაუბრება იმ საქმეზე, რომლის შესახებ შეიძლება თქვენ ჯერ არც იცით, მაგრამ აუცილებლად დაგაინტერესებთ.   -გიორგი, გთხოვთ გაეცანით მკითხველებს და გვიამბეთ საიდან გაჩნდა იდეა კანიონერთა კლუბის ჩამოყალიბებაზე? -ჩვენი კლუბის ჩამოყალიბების იდეა 2018 წლის აგვისტოში გაგვიჩნდა, როცა კანიონინგის...

“ფაიზერის” ვაქცინა საქართველოშია

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, “ფაიზერის” ვაქცინა საქართველოშია. “ფაიზერით” ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს, 15:00 საათიდან შეეძლებათ, აცრები კი 16 ივლისიდან დაიწყება. "pfizer"-ით ვაქცინაციისთის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე - https://booking.moh.gov.ge/Hmis/Hmis.Queue.Web/#/ COVID 19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ - 144-3.

გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი! – ოთხმა ტელევიზიამ პროტესტის ნიშნად მაუწყებლობა შეწყვიტა

„ტვ პირველი“, „ფორმულა“, „მთავარი არხი“ და „კავკასია“ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, პროტესტის ნიშნად 24 საათით მაუწყებლობას წყვეტენ. ტელეკომპანიების ეთერებში იმ ჟურნალისტთა სია ჩანს, ვისაც 5-6 ივლისის ძალადობრივი აქციების დროს თავს დაესხნენ, დაშავდნენ და ჟურნალისტებს მუშაობაში ხელი შეუშალეს.