საქართველოში კორონავირუსის 1 997 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 52 ადამიანი

  • საქართველოში კორონავირუსის 1 997 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 232 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 52 პაციენტი.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,23%, ბოლო 14 დღის – 7,27%, ბოლო შვიდი დღის – 7,02%.

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 997 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 692 შემთხვევა, აჭარა – 124, იმერეთი – 292, ქვემო ქართლი – 137, შიდა ქართლი – 154, გურია – 52, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 199, კახეთი – 220, მცხეთა-მთიანეთი – 56, სამცხე-ჯავახეთი – 41, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 30.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *