ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახალხო ზეიმი ,,ჩხოროწყუობა 2023“ გაიმართა. ღონისძიება მერიის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსმა ათინა წურწუმიამ გახსნა. მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მოსახლეობას სახალხო დღესასწაული მიულოცა და ,,საპატიო ჩხოროწყუელები“ დააჯილდოვა. „საპატიო ჩხოროწყუელის“ წოდება მიენიჭათ: 1)ილია ბეგიაშვილს - ( საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილე) 2)ავთანდილ პაპავას- (ღვაწლმოსილი მუშაკი,...
ჩხოროწყუში დენის დარტყმის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა
ჩხოროწყუში, შუახნის მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა რა დროსაც დენმა დაარტყა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. წყარო
ჩხოროწყუს სამ სკოლაში აქცია გაიმართა
დღეს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სამ სკოლაში საპროტესტო აქციები გაიმართა. როგორც მედია იუწყება, მასწავლებლების ნაწილმა და მოსწავლეებმა სკოლების დირექტორებთან ხელშეკრულების შეწყვეტა გააპროტესტეს. ისინი იმ ადამიანების დატოვებას ითხოვენ, ვინც აღნიშნულ პოზიციას აქამდე იკავებდა. დღევანდელი აქციის მონაწილეები გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებენ და განათლების მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.
ჩხოროწყუში “საპილოტე პროგრამა ქალებისთვის” პრეზენტაცია გაიმართება
10 ოქტომბერს, 14:00 საათზე, "საპილოტე პროგრამა ქალებისთვის" პრეზენტაცია ჩხოროწყუში ჩატარდება. "თუ გაინტერესებთ პროგრამის პირობები და მონაწილეობის ეტაპები, სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი, შეხვედრის ფარგლებში, პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაგაცნობთ."-აღნიშნულია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამსახურის მიერ გავრცელბულ ინფორმაციაში. შეხვედრა გაიმართება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სააქტო დარბაზში
ჩხოროწყუში “ჩხოროწყუობა 2023” გაიმართება
7 ოქტომბერს, ქალაქ ჩხოროწყუში, გაიმართება "ჩხოროწყუობა 2023“. იხილეთ სახალხოს ზეიმის პროგრამა: •11:30 -,,ჩხოროწყუობა 2023” გახსნა •12:00 - საპატიო ჩხოროწყუელების დაჯილდოება. •12:30 - დღის კონცერტი- ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით •13:00 - სახალხო სეირნობა. •17:00 - გალაკონცერტი ,, დუეტი ჯორჯია” ბენდთან ერთად. •19:30 - ფოიერვერკი მოეწყობა ეთნოკუთხეები, გაიმართება მეგრული სამზარეულოს მასტერკლასი. ჩატარდება სპორტული...
ირაკლი ღარიბაშვილი: მომავალი წლიდან პენსიები გაიზრდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში მომავალი წლიდან პენსიები გაიზრდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. “2024 წლიდან ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების ბიუჯეტი 870 მლნ ლარით იზრდება. 70 წლისა და მეტი ასაკის პირთა პენსია გაიზრდება 50 ლარით და გახდება 415 ლარი. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში იქნება თითქმის...
შეხვედრა გაიმართა მნიშვნელოვან საკითხზე
დღეს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერებს, გესენის უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტმენტის პროფესორებს, აზერბაიჯანის გეოგრაფიის ინსტიტუტისა და CENN-ის წარმომადგენლებს შეხვდა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრის ძირითად მიზანს რეგიონის ტურისტული პოტენციალის გამოვლენა და მერისთვის გეო პარკის შექმნის არსისა და მიზნების გაცნობა წარმოადგენდა. უწყების ცნობით, ჩხოროწყუს...
სოხუმის დაცემიდან 30 წელი შესრულდა
27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს ჩხოროწყუს მუნიცუპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, მერის მოადგილე ვალერი თოდუამ, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, ყვავილებით შეამკეს ქალაქ ჩხოროწყუში, სქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. მემორიათან სასულიერო პირებმა დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. მემორიალთან გამართულ სოხუმის...
სახალხო ზეიმი “ნაფიჩხოვობა” გაიმართა
დღეს, 21 სექტემბერს, ნაფიჩხოვოში სახალხო ზეიმი "ნაფიჩხოვობა"(ომარტობა) გაიმართა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელში ის ტრადიციულად, ყოველ წელიწადს აღინიშნება. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ეკლესიის ეზოში სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს. ,,ნაფიჩხოვობასთან“ დაკავშირებით, სოფელში სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიება გაიმართა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ღონისძიებებს დაესწრო და მოსახლეობას ,,ნაფიჩხოვობა“...
ხვალ “ნაფიჩხოვობა“ გაიმართება
21 სექტემბერს, სოფელ ნაფიჩხოვოში სახალხო დღეასასწაული "ნაფიჩხოვობა“ (ომარტობა) გაიმართება. იხილეთ პროგრამა: 11:00 საათიდან ჩატარდება მუნიციპალიტეტის პირველობა ქართულ ჭიდაობაში; 12:00 გაიმართება შეჯიბრება უბნებს შორის მინი ფეხბურთსა და ფრენბურთში, ასევე ჭადრაკში, შაშსა და ნარდში; 13:00 ცხენოსნობა; 15:00 საათზე სოფლის კულტურის სახლში გაიმართება კონცერტი ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით. დასწრება თავისუფალია!