დავით გოგუამ “ერთი დღე სოფლად“ ფარგლებში, მორიგი შეხვედრა გამართა

  • ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა პირველ მოადგილე გოჩა ჩიქოვანთან, სოფლის ხელმძღვანელებთან და საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებთან ერთად, პროექტ “ერთი დღე სოფლად“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.

შეხვედრა მოსახლეობასთან ამჯერად ქალაქ ჩხოროწყუში, ლეწურწუმეს, ლესიჭინესა და კირცხის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა.

მერი დეტალურად გაეცნო სოფელში არსებულ საჭიროებებს და მოსახლეობას მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ინფორმაცია მიაწოდა.

ადგილობრივებმა მერთან შეხვედრისას, ღიად ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რაც აწუხებთ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მისი მოგვარება სთხოვეს. ასევე მადლიერება გამოთქვეს მიმდინარე პროექტებზე.

აღნიშნული პროექტის მიზანია, მოსახლეობის ინიციატივებისა და წინადადებების გათვალისწინებით დაიგეგმოს და განხორციელდეს ისეთი პროექტები, რაც ადგილოებების საჭიროებებზეა მორგებული და ითვალისწინებდეს ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რომლის მოგვარებაც აუცილებელია.

პროექტ ,,ერთი დღე სოფლად“ ფარგლებში მერი მოსახლეობასთან შეხვედრებს ყველა სოფელში, უბნების მიხედვით მართავს.

ინფორმაციას ჩხორწყუს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს