9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა

  • 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, ჩხოროწყუს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას. გვირგვინით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი და 9 აპრილს მოწამლული ზოია გრიგოლიას საფლავი.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტტეის მერიის ინფორმაციით, კულტურის ცენტრისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის გაერთიანების ანსამბლისა და სხვადასხვა წრის მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარდა მხატვრულ-ლიტერატურული კომპოზიცია.

ინფორმაციისთვის: 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიამ რუსთაველის გამზირზე დაარბია საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი დემონსტრაცია. დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით ადამიანი დაიჭრა და მხუთავი აირით მოიწამლა. 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოცხადდა.

+7