ახალი წლის დღეები ჩხოროწყუში

  • 20 დეკემბერს, 19:00 საათზე, ქალაქ ჩხოროწყუში, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, საახალწლო კონცერტი გაიმართება.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: მაია ბარათაშვილი და ბენდი “New York-Tbilisi Connections”, ზაზა მარჯანიშვილი და ნალი ბენდი, ბენდი “ოჩოს ქოხი”, ირინა ბაირამაშვილი, თიკა ჯამბურია. წამყვანი მაკა შალიკაშვილი.

მთავარი ნაძვის ხეები აინთება ქალაქსა და ადმინისტრაციულ ერთულებში.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებული საახალწლო ღონისძიებები ასევე მოიცავს საბავშვო აქტივობებს, ზღაპრის გმირების წარმოდგენებსა და მუსიკალურ ნომრებს. ღონისძიებების პატარა სტუმრებს თოვლის ბაბუა დაასაჩუქრებს.