- მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაცია (IFA) და ბოდიბილდინგისა და ფიტნესის აზერბაიჯანის ფედერაციის ორგანიზებით ბაქოში 2025 წლის IFA-ს მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა.
ტურნირში მონაწილეობა 30 ქვეყნის 400 მდე სპორტსმენმა სხვადასხვა წონით და ასაკობრივ კატეგორიაში მიიღო.
შეჯიბრებაში ჩხოროწყუელი სპორტსმენები: გიორგი სიჭინავა(57 კგ) და თორნიკე აბულაძე (78კგ), ღებულობდნენ მონაწილეობას.
გიორგი სიჭინავა 57 კგ წონით კატეგორიაში, სინიორებში მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ იზორია და საკრებულოს თავმჯდომარე ჯანო პერტაია, მოადგილეებთან და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად, მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილის მფლობელ გიორგი სიჭინავასა და მწვრთნელ ლევან კვარაცხელიას შეხვდნენ და მიღწეული წარმატება მიულოცეს.

