- ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ კირცხში, სამალანიოს უბანში, საავტომობილო გზის 3-კილომეტრიანი მონაკვეთის ასფალტის საფარით რეაბილიტაცია ხორციელდება.
პროექტი ასევე სანიაღვრე არხებისა და მილ-ხიდების მოწყობას ითვალისწინებს.
პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მიმდინარე წელს დასრულდება.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ იზორია კირცხის მაჟორიტარ დეპუტატ ალიკა მალანიასთან ერთად გაეცნო.
ინფორმაციისთვის: სოფელ კირცხში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ასევე სარაქონის, ნაშელუსა და საჯიქიოს უბნებში მიმდინარეობს.

