- 21 სექტემბერს, სოფელ ნაფიჩხოვოში, სახალხო დღესასწაული “ნაფიჩხოვობა“ (ომარტობა) გაიმართება.
იხილეთ ღონისძიებების პროგრამა:
11:00 საათიდან ჩატარდება შემდეგი სპორტული ღონისძიებები:
ტურნირი მკლავჭიდში (აბსოლუტური წონითი კატეგორია)
ტურნირი ჭადრაკში (ბლიცი)
ტურნირი შაშში
ტურნირი ნარდში
მუნიციპალიტეტის პირველობა ჭიდაობაში
14:00 მუნიციპალიტეტის პირველობა ცხენოსნობაში
15:00 საათზე გაიმართება კონცერტი გოგონათა ბენდ ,, ექოს” მონაწილეობით
სპორტულ ღონისძიებაში გამარჯვებულებს მუნიციპალიტეტის მერია ფულად პრიზებსა და დიპლომებს გადასცემს.
დასწრება თავისუფალია.