დღეს, ჩხოროწყუში “ჩხოროწყუობა 2025” გაიმართა.
დღესასწაული „საპატიო ჩხოროწყუელის“ დაჯილდოების ცერემონიით გაიხსნა. საპატიო ტიტული მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 9 ადამიანს მიენიჭა.
დღესასწაულთან დაკავშირებით, დილიდან სხვადსხვა კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები მიმდინარეობდა. მუნიციპალიტეტის ცენტრში ეთნოკუთხეები, ხალხური რეწვის ნიმუშები, მეგრული ფაცხები, სამზარეულო, ხელნაკეთი ნივთები და სხვადასხვა ნამუშევრები იყო გამოფენილი. ტრადიციული კერძების დაგემოვნება და გამოფენების დათვალიერება სტუმრებს დღის ბოლომდე შეეძლოთ.
ღონისძიების პროგრამის ფარგლებში, ცენტრში მოწყობილ სცენაზე ადგილობრივი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების კონცერტი გაიმართა.
ინფორმაციას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს