- ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტის შერჩევის მიზნით, დასახლებების საერთო კრებები და კონსულტაციები ჩატარდება.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დასახლებების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები 5 თებერვლიდან დაიწყება და ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ეტაპობრივად გაიმართება.
მოქალაქეებისგან საპროექტო წინადადებების მიღება ხორციელდება მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურსა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში – მერის წარმომადგენლობებში.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად 446 000 ლარი დაიხარჯება.