- ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა, ერთი პირი კი დაშავდა.
მედიის ინფორმაციით, სოფელ ზუმის ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ავტომანქანაში მყოფი ერთი პირი, ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.

