ცოტნე სორდიას მორიგი წარმატება

  • ცოტნე სორდიამ, ჩხოროწყუელმა სპორტსმენმა, პარიზში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეჯიბრზე წარმატებით იასპარეზა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

კარატეს ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, 60 კგ. წონით კატეგორიაში 99 მონაწილეს შორის ცოტნე იმ ექვს რჩეულ სპორტსმენთაგანია, ვინც 27-30 ნოემბერს, კაიროში კარატეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებს.