- მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, დაბა ჩხოროწყუში 400 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა გრძელდება.
უწყების ცნობით, პროექტის მიხედვით, სკოლის შენობა თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა, სადაც მოსწავლეები თავიანთ საჭიროებებზე მორგებულ, ინკლუზიურ გარემოში ისწავლიან.
სასწავლო პროცესში ჩაერთვებიან განათლების მოწვეული და ადგილობრივი სპეციალისტები, მათ შორის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მასწავლებლები.

