მაია ბარათაშვილმა ჩხოროწყუელ მუსიკოსებთან და ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა

  • ჩხოროწყუში, “კოჩანას” დარბაზში, კულტურის სამინისტროს პროექტ “შემოქმედებითი აქცენტების” ფარგლებში, ჯაზვოკალისტმა მაია ბარათაშვილმა ჩხოროწყუელ მუსიკოსებთან და ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მომღერალმა ცნობილი კომპოზიციები შეასრულა და ჯაზის წარმოშობის ისტორიასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

აღნიშნული ღონისძიება ჩხოროწყუში საქართველოს კულტურის სამინისტროს, ,,შემოქმედებითი საქართველოს” და ჩხოროწყუს მერიის კულტურის სამსახურის მხარდაჭერით ჩატარდა.

ღონისძიებას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯანო პერტაია, თავმჯდომარის პირველი მოადგილე კობა ჯიქია, მერის მოადგილე თამარ ქობალია, მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ათინა წურწუმია და სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ