- დღეს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, მოადგილეებთან ერთად, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე სოციალური პროგრამები, მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა და ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების განხორციელება ადმინისტრაციულ ერთეულებში ივნისის თვეში დაიწყება. მიმდინარე წელს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად 446 000 ლარია გამოყოფილი.