„პალიტრა ფოთი 2025“ გაიხსნა

  • ფოთში, მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, საერთაშორისო პლენერი „პალიტრა ფოთი 2025“ გაიხსნა.

პლენერის ფარგლებში ქართველი და უცხოელი მხატვრები ერთი კვირის განმავლობაში 20-მდე ფერწერულ ნამუშევარს შექმნიან.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაიით, წელს, ღონისძიებაში, ქართველ მხატვრებთან ერთად მონაწილეობენ მხატვრები ლატვიიდან, ლიეტუვიდან, უკრაინიდან, მოლდოვადან, ირლანდიიდან, აზერბაიჯანიდან და ბულგარეთიდან.

„პალიტრა ფოთი“ ტრადიციული პლენერია და მისი მიზანი სახვითი ხელოვნების განვითარების ხელშეწყობაა.