ჩხოროწყუელ მოხალისე მოსწავლეებს სერტიფიკატები გადაეცათ

  • მოხალისეობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 2025 წლის მოხალისის დაჯილდოების ცერემონიალზე ჩხოროწყუელ მოხალისე მოსწავლეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალგაზრდული მოხალისეობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სერტიფიკატი გადაეცა ასევე ჩხოროწყუს მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის მოვლეობის შემსრულებელს თეა ტყებუჩავას.

ღონისძიება საქართველოს ახალგაზრდული სააგენტოს მხარდაჭერითა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდის“ ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიების მიზანია მოხალისეების მოტივაციის გამყარება და ახალგაზრდებში საზოგადოებრივი ჩართულობის პოპულარიზაცია.