ჩხოროწყუს ახალი მერი მუშაობას შეუდგა

  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ ჩხოროწყუს ახალარჩეული მერი ჯუმბერ იზორია მერიის თანამშრომლებს წარუდგინა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სახელმწიფო რწმუნებულმა ახალარჩეულ მერს წარმატებები უსურვა და ყოფილ მერს, დათო გოგუას 13-წლიანი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

მუნიციპალიტეტის ახალმა მერმა ჩხოროწყუელებს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.